|
2023-08-29 16:09:19, 583 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჯონათან ჯანოგლის შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს ჯონათან ჯანოგლისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს შორის. ირაკლი კობახიძემ ჯგუფის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია. „ჩვენ გამორჩეული მეგობრები გვყავს ბრიტანეთის პარლამენტში, პირველ რიგში, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე, სხვა პარლამენტარებს მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)