|
2023-08-24 17:32:35, 653 ნახვა
საზოგადოება
ლევან მეხუზლა - დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის
ღვინის ეროვნული სააგენტო თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უპასუხისმგებლო და ყოველგვარ გონივრულ აზრს მოკლებულია ინიციატივა, მევენახეებმა, რომლებსაც ბუნებრივი პირობების გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „მიმდინარე წლის 21 ივლისს, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თვალსაჩინო წინსვლა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო ათეულ წელზე მეტია ახორციელებს. სახელმწიფოს მიზანია, ერთი მხრივ, რაციონალური იყოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით და, მეორე მხრივ, დაიცვას მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესები და მოახდინოს დარგის განვითრების მაქსიმალური მხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)