|
2023-08-23 18:58:03, 694 ნახვა
საზოგადოება
ქადაგიშვილი - არცერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე, მოვუწოდებ ყველას, პოპულისტური განცხადებების კეთებით კახელ მევენახეებში შფოთის შეტანას არ ეცადონ
ხან კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ სახელმწიფომ რთველის დროს გლეხებს და მევენახეებს დახმარება გაუწიოს. ახლა არჩევნები ახლოვდება, ამიტომ უნდათ გულის მოგება და დღეს ეს იდეა წამოაყენეს, - ასე შეაფასა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, რთველისთვის გამოყოფილი სუბსიდია მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზეც გადანაწილდეს. როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან არც ერთი მევენახე უყურადღებოდ არ რჩება, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, პოპულისტური განცხადებებით, მევენახეებში გაუგებრობა შეიტანოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს, რომელსაც ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს. "არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე. სახელმწიფოს აქვს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა და მოვუწოდებ ყველას, რომ პროპაგანდა და მხარდაჭერა გაუწიოს, მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ამ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პერიოდულად, ასეთი პოპულისტური, ყოველგვარ ეკონომიკურ გათვლაზე დაუმყარებელი განცხადებების კეთებით არ ეცადონ, რომ შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)