20:15 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 14:45:16, 1344 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი სააკაშვილზე - ხელისუფლებას არავითარი გამართლება არ აქვს, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა

არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას.

ლექსმანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს.

"კატეგორიულად ვეთანხმები ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ანა ფოტიგას. 

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა",- წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 აგვისტოს ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც "დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმაც დაადასტურა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics