|
2023-08-18 14:22:09, 1148 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე
მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6 პროცენტს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ფართო რეგიონის ჭრილში და ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. „მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე. დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება, კერძოდ, მეორე კვარტლის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა დასაქმებულთა რაოდენობა და 1 327.4 შეადგენს, ხოლო წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით 57 ათასით არის გაზრდილი",- განაცხადა ცინცაძემ. მისივე თქმით, ასევე მეორე კვარტლის მიხედვით, მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და ის 16.7 პროცენტს შეადგენს. „ხაზგასასმელია, რომ უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც ზოგადად, შრომის ბაზარზე მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)