00:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 20:56:11, 1529 ნახვა

საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი - დეზინფორმაციაა, თითქოს, რიკოთი ძალიან საშიშია

ძალიან მოხშირდა ბოლო პერიოდში რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულად დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს, რიკოთი არის ძალიან საშიში, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხულია რამე კორუფციულ  გარიგებებზე ლაპარაკი და თითქოს, ამ კომპანიებისთვის ამ სატენდერო პირობების მორგება.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლისთვის რიკოთი სრულად იქნება დასრულებული და იქნება უსაფრთხო ყველა მოქალაქისთვის.

"ძალიან მოხშირდა ბოლო პერიოდში რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულად დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს, რიკოთი არის ძალიან საშიში. გამორიცხულია რამე კორუფციულ  გარიგებებზე ლაპარაკი და თითქოს, ამ კომპანიებისთვის ამ სატენდერო პირობების მორგება. 2024 წლისთვის რიკოთი სრულად იქნება დასრულებული და მინდა აღვნიშნო, რომ დასრულების შემდეგ რიკოთი იქნება უსაფრთხო ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს პარტია "ლელო".

პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები და ა.შ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics