|
2023-08-09 13:51:02, 1051 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა - უნდა დავრჩენილიყავით ქვეყნად, რომლის ბედი არავის დააინტერესებდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დარჩებოდა "ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა". "ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს! შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის: 1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე; 2. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი; 3.არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში; 4.არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად; 5.არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატოსკენ; 6.არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო; 7.არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება. ერთი სიტყვით, დავრჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, გუშინ, 8 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რუსეთის ჯარი, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 2007 წელს დატოვა, ის უკან შემოაბრუნა.
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)