|
2023-08-07 16:27:15, 816 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი შოვზე - ჩვენი მხრიდან სრული მობილიზება იყო გაკეთებული
მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, ყველას, მთელს ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. „ნამდვილად საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა მინისტრებს გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც დატრიალდა შოვში მთელი საქართველო შეძრა და ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს. ძალიან მძიმე განსაცდელია მთელი ქვეყნისთვის. მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში, 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებელი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშველებს. მობილიზება იყო სრული გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და ყველა, მთელი მინისტრები, რა თქმა უნდა, იყვნენ მობილიზებული ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ჩვენთვის ყველასთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს", - განაცხადა პრემიერმა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)