03:42 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 10:06:46, 885 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის უწყებაში გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებთ, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 

"საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შესაბამისად, თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება 9 აგვისტოს 00:00 საათამდე. 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღეა 8 აგვისტოც - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics