03:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 14:38:16, 706 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე - ეს პროტესტი საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, "მთავარია, ყველამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია". 

ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ მედიას განუცხადა. 

„საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, საქართველოს პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და იცავს საქართველოში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს.

„საქართველოს პოლიცია კანონის ფარგლებში დაიცავს ყველას - ეს იქნება რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს პოლიციას. ისინი ყოველთვის დგანან მშვიდობის სადარაჯოზე. თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics