10:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 12:29:26, 918 ნახვა

საზოგადოება
საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია

საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, დღეს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა.

გემიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

"აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ. ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. მისი ტერიტორია არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი და არც საქართველო. "სამხრეთ ოსეთის" შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ, ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი",- განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მიუთითა, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს ბათუმში შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

სააგენტოს ცნობითვე, გემი, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics