|
2023-07-25 13:57:51, 676 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, შემოგვასაღეს რუსული კანონი, აღადგინეს ფრენები - ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი
საქართველოში გვითხრეს, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე შემოგვასაღეს რუსული კანონი, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ შემდეგ. რუსული ფრენები აღადგინეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, როგორც უჭერს ხელისუფლება მხარს რუსეთს და სცილდება ცივილიზებულ სამყაროს. “საქართველოში გვითხრეს, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე შემოგვასაღეს რუსული კანონი, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ შემდეგ. ამასობაში ვნახეთ, რომ რუსული ფრენები აღდგა - ჩვენ გვაყურებინებენ ყოველდღიურად როგორ უჭერენ მხარს პუტინის რუსეთს, როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია. ამასობაში, დღეს გურჯაანში იმართება სასამართლო იმ პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გააპროტესტა ლავროვი და ლავროვის ოჯახი. შესაბამისად, დღეს ფაქტობრივად, ჩვენ ვუყურებთ სადამსჯელო ღონისძიებას, ვინც აპროტესტებს პუტინს, ვინც აპროტესტებს ლავროვს. ამ ადამიანებს უმართავენ სასამართლოებს, უწერენ ათასობით ლარის ჯარიმებს ან ემუქრებიან პატიმრობით. შესაბამისად, ეს ყველა პროცესი აჩვენებს ერთ რამეს - საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და ევროპული მომავალი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)