16:58 - 04 Jul, 2026
|
2023-07-24 13:34:33, 1720 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინული მედია - მოსკოვზე თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე 24 ივლისის ღამეს დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. აღნიშნულ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თანახმად, დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოსკოვამდე მიაღწია. „მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა კარგ შედეგს იძლევა. გაგრძელება იქნება“,- აცხადებს წყარო. ცნობისთვის, 24 ივლისს, გამთენიისას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეტევისას თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა დაზიანდა, ერთი დრონი კი, ლიხაჩოვის ქუჩაზე, ბიზნესცენტრში ჩამოვარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)