16:59 - 04 Jul, 2026
|
2023-07-24 10:14:47, 1546 ნახვა
ომი უკრაინაში
აქსიონოვის განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა [ვიდეო]
ოკუპირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე გაავრცელა. აქსიონოვის მტკიცებით, 11 დრონი ჩამოაგდეს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს. "დრონი მოხვდა ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ასევე დააზიანა კერძო სახლი კიროვსკის რაიონში. ყველა სპეციალიზებული სერვისი მუშაობს ადგილობრივად. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს",- დაწერა აქსიონოვმა სოციალურ ქსელში. ამ დროისთვის, ჯანკოის რეგიონში, ჯანკოი - სიმფეროპოლის გზატკეცილზე მოძრაობა შეჩერებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)