|
2023-07-23 10:33:35, 1213 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე არახამიაზე - თუ ამაყობს ქართული ფესვებით, უნდა იცოდეს - საქართველოსთან ბრძოლა არცერთ ქართველს მოუგია და ვერც ის მოიგებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების, ხოლო ევროპის ქვეყნების პარლამენტარებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე დადგენილების მიღებისკენ მოუწოდებს. თალაკვაძის შეფასებით, არახამიას განცხადებები აცდენილია სიმართლეს და რეალობას. „ბატონი არახამიას განცხადებები და რიტორიკა ყველაფერს არის აცილებული. მე არ ვფიქრობ, რომ ის ამ შემთხვევაში უკრაინას და უკრაინელ ხალხს წარმოადგენს. ის აცილებულია ამ შემთხვევაში სიმართლეს და რეალობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ არახამიაც არის იმ ხაზის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მთელ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს. არ არის გამორიცხული, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით. არ არის გამორიცხული, რომ ის არის აქაური დასუსტებული ოპოზიციის უფროსი კოორდინატორიც, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ არ ვაპირებთ ამის გარჩევებს უკრაინის ხელისუფლებასთან, სანამ უკრაინა უმძიმეს ომშია და იცავს საკუთარ ტერიტორიებს და თავისუფლებას. პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ვდგავართ უკრაინის დასახმარებლად, თორემ თუ ის ამაყობს ქართული წარმომავლობით და ქართული ფესვებით, როგორც მინიმუმ უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა და დაპირისპირება არცერთ ქართველს მოუგია ისტორიაში და რა თქმა უნდა, ვერც არახამია მოიგებს. აქედან გამომდინარე, სანამ ომია, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას ვუსურვოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ და დაბრუნდეს მშვიდობიანი დღეები უკრაინაში, დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ ძალიან მალე. ისტორია ამ წონასწორობას დაადგენს და ყველა ვინ რას და როგორ აკეთებდა ამასაც ისტორია შეაფასებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)