|
2023-07-22 16:56:41, 1056 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - იმდენად ღრმა პოლარიზაციაა “ნაცმოძრაობაში”, რომ ცალკეული დაჯგუფებების მთავარი ამოცანაა საკუთარი პოზიციები განამტკიცონ პარტიის შიგნით
იმდენად ღრმა პოლარიზაციაა თავად “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით, რომ ცალკეული დაჯგუფებების მთავარი ამოცანაა, საკუთარი პოზიციები განამტკიცონ თავად პარტიის შიგნით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, “ნაცმოძრაობაში” არსებული დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ, ისეთი მოთამაშეები შეიყვანონ პარტიაში, რომელიც მათ პოზიციებს გააძლიერებს. ხოლო თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები მიუთითებს, რომ პარტიას პრობლემები აქვს. “რასაკვირველია, ყველა ცდილობს, ისეთი ახალი მოთამაშეები შემოყვანონ პარტიაში, რომელიც გააძლიერებს მათ ფლანგს. ალბათ ეს უნდა იყოს მთავარი მოტივატორი ხაბეიშვილის ფლანგის მხრიდან ვაშაძეზე ფსონის გაკეთების; იმავდროულად, ეს ნიშნავს იმას, რომ არის კონკურენტი ფლანგის დასუსტების მცდელობა. თუმცა, ეს არ არის ქართული პოლიტიკისთვის მთავარი აქტუალური საკითხი, ეს არის მათი ვიწრო პარტიული თემატიკა და იმის თვალსაჩინო მაგალითი, დასტური, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული პრობლემები აქვს. ეს არის ისეთი ბალასტი, რომელიც არ გაუშვებს დიდი წარმატებოსკენ ამ პოლიტიკურ პარტიას”- განაცხადა სარჯველაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)