|
2023-07-22 16:45:20, 1155 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ქვეყანა ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის
„ქართული ოცნების“ მშვიდობიანი და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ქვეყანა ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის, რაც დასტურდება სავალუტო ფონდის შეფასებებითაც,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის განმარტებით, ქვეყანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის. „არ არის დასამალი და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის. ეს ყველაფერი დასტურდება სავალუტო ფონდის შეფასებებითაც და ჩვენ სწორედ ამ გზით - მშვიდობიანი, ჩვენს ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის გზით სიარულით ვაპირებთ მივაღწიოთ იმ ძალიან მაღალ შედეგებს, რომელიც ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაგვეხმარება და მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება ის მიღწევები და პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)