|
2023-07-22 15:07:52, 1126 ნახვა
პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ისტორიის ახალი თავი იწერება
უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა თითოეული ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. "ჩვენი გაერთიანების ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების გაძლიერების ისტორია. ეს არის ომის შემდეგ აღორძინებული გერმანიისა და იტალიის ისტორია, ეს არის ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის ისტორია დიქტატურიდან დემოკრატიამდე, ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია რკინის ფარდის დაშვების შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში. ეს არის ევროპის დაპირება - ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლება და დემოკრატია ყველასათვის",- განაცხადა ლაიენმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)