11:30 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 17:31:23, 1114 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში იგორ გირკინი დააკავეს

მოსკოვში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას RBC.RU უსაფრთხოების სამსახურის ორ წყაროსა და დაკავებულის ადვოკატზე, ალექსანდრე მოლოხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გირკინი საკუთარ სახლში აიყვანეს, სადაც საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. 

როგორც  RBC.RU წერს, წინასწარი ინფორმაციით, დაკავება კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნით მოხდა. 

გირკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით მისმა ცოლმა, მიროსლავა რეგინსკაიამაც დაადასტურა. რეგინსკაიამ გირკინის Telegram-ზე გაავრცელა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავებულს ბრალს ექსტრემიზმში სდებენ.

"დღეს, 11:30 საათზე საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ჩვენს სახლში მოვიდნენ. მე სახლში არ ვიყავი ამ დროს. მალე, კონსიერჟის ცნობით, მათ ჩემი ქმარი გარეთ გამოიყვანეს და იარაღის დამიზნებით წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. მეგობრებისგან მოვახერხე გამეგო, რომ ჩემი ქმარი დააკავეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი)",- წერს რეგინსკაია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics