|
2023-07-21 10:46:47, 1090 ნახვა
პოლიტიკა
DRI - ოკუპირებულ აფხაზეთში შესასვლელად 10-დღიანი „ვიზის“ აღება ეთნიკური ქართველებისთვის ორჯერ უფრო ძვირია
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესასვლელად „ვიზის" აღება ეთნიკური ქართველებისთვის ორჯერ უფრო ძვირია,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს. DRI-ს ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზის აღება რამდენიმე ეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 10-დღიანი "ვიზა" ქრთამის გარეშე არ გაიცემა, ქრთამის ოდენობა კი, ეთნიკური ქართველებისთვის ორმაგია. "ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას და ტერიტორიიდან გასვლას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული კანონი არეგულირებს. ე.წ. საკანონმდებლო აქტი „აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და აფხაზეთის რესპუბლიკიდან გასვლის შესახებ“ ადგენს ოკუპირებულ რეგიონი შესასვლელად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და განსაზღვრავს "ვიზის" სახეობებს. ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახვედრად "ვიზის" აღება რთულია და რამდენიმე ეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციით, პროცედურა განსაკუთრებით რთულია ეთნიკური ქართველებისთვის. ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველების რიცხვი არც ისე მცირეა, ჩასვლის სურვილი კი, ძირითადად, წინაპართა საფლავების ან ახლო ნათესავების მონახულებას უკავშირდება. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად ეთნიკურ ქართველებს ე.წ. ვიზის აღება უწევთ, რომელიც როგორც წესი, 10 დღის ვადით გაიცემა. DRI-ის ინფორმაციით, ვიზა ქრთამის გარეშე არ გაიცემა. ქრთამის ოდენობა კი ეთნიკური ქართველებისთვის ორმაგია",- ნათქვამია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)