11:30 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 16:30:56, 1196 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 6 თვით გაახანგრძლივებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გაგრძელებასთანაა დაკავშირებული.

"დღეს, 20 ივლისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით, ანუ 2024 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივოს.

სანქციები პირველად 2014 წელს შემოვიღეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ რუსული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ. 2022 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის პასუხად სანქციები გავახანგრძლივეთ და ამას გავაგრძელებთ

ისინი ამჟამად შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, რომელიც მოიცავს შეზღუდვას ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების ნივთებზე",- აღნიშნულია  ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics