14:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 11:07:27, 874 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად ზურაბ ზუბადალაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ ახლადდანიშნულ რექტორთან ერთად აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

"ზურაბ ზუბადალაშვილი შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

ზურაბ ზუბადალაშვილი უწყებაში 24 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics