08:57 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 17:28:06, 1073 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

"ლელოს" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. აღნიშნულ საკითხზე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბელგიის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

"ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება ევროკავშირში. ეს გადაწყვეტილება ბელგიამ მიიღო იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი მიმართვის შედეგად, მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათ საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics