|
2023-07-14 14:25:51, 1170 ნახვა
საზოგადოება
ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი TKESHI იხსნება
დედაქალაქის მერიის პროექტის - „თბილისი - იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში, 15-დან 29 ივლისის ჩათვლით, კოჯრის ტყეში ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი TKESHI ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი მედია ხელოვნება და თანამედროვე ელექტრო-აკუსტიკური მუსიკა ხშირად დახურულ სივრცეებშია წარმოდგენილი, TKESHI - New Media Art ფესტივალის მიზანი კი თანამედროვე კულტურის ბუნებაში გატანა და შთაგონების ძიებაა იქ, საიდანაც ადამიანის ისტორია იწყება. „15 ივლისიდან ფესტივალის პროგრამა ათობით ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტს უმასპინძლებს. ფესტივალის მთავარი იდეა მიზნად ისახავს ბუნებასთან კავშირში, ღია ცის ქვეშ, მდიდარი და მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური გამოცდილების გაზიარებას ფართო აუდიტორიისთვის. აუდიო-ვიზუალური პერფორმანსები, ახალი მედია ხელოვნების ინსტალაციები და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა ახალი ენერგიებითა და ჯადოსნური შთაბეჭდილებებით შეავსებს ტყის სივრცეს. 15, 22, და 28 ივლისი ფესტივალის პროგრამის განსაკუთრებული დღეებია, როდესაც 15:00 საათიდან მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ისეთი საერთაშორისო არტისტების აუდიო-ვიდეო ინსტალაციებს და პერფორმანსებს, როგორებიც არიან: ბერლინში მცხოვრები იაპონელი არტისტი Ryoichi Kurokawa, ელექტრონული მუსიკის გერმანელი არტისტი Amelie Duchow, ასევე, საერთაშორისო არტისტების კოლაბორაციული პროექტი WHITE BALANCE და სხვები. სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე https://fb.me/e/Uu6oqGh3. მთავარი პროგრამის პარალელურად, ივლისის მეორე ნახევარი დაეთმობა ფესტივალის საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო აქტივობებს - საუბრები მონაწილე არტისტებთან, ვორქშოფები, პერფორმანსები, ჩვენებები და სხვა. სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://fb.me/e/sN4mE9O5. კოჯრის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სპეციალური საფესტივალო ავტობუსებით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებენ კუს ტბის ტერიტორიიდან და გიორგი ლეონიძის ქუჩიდან. ნავიგაციის გასამარტივებლად, Google Maps-ში საჭიროა ჩაწეროთ: TKESHI“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)