10:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 19:10:15, 884 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ბერაია - გვაქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაა

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველო ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებას და როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდას ელოდება.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის ალიანსში სრულფასოვანი ინტეგრაცია და კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს, როგორც პოლიტიკური ისე პრაქტიკული მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ჩანაწერები იქნება სათანადოდ ასახული სამიტის საბოლოო კომუნიკეში", - აღნიშნა  ბერაიამ.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის პარალელურად, მიმდინარეობს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია, საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესის დაზიანება.

"უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ამ პროცესის პარალელურად, გვესმის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის არამხოლოდ დისკრედიტაციას, არამედ დაზიანებას",  - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics