18:49 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 14:14:42, 652 ნახვა

საზოგადოება
გიორგაძე - თავდაცვის კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და ბოლო პერიოდში გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციას უპასუხა.

მისი განცხადებით, თავდაცვის კოდექსი ქართველი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით შემუშავდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კოდექსი მუშავდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, შეთანხმება მოხდა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან. აშშ-ისა და ნატოს დახმარებით, გვაქვს შემუშავებული და დამტკიცებული თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა და სწორედ იმ გეგმებისთვის, რეფორმებისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა,“ - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს  ადგენს და ზრდის ნატოსთან ურთიერთთავსებადობას.

მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.

„მხოლოდ „გირჩი“ რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ამ კოდექსს. სხვა დანარჩენი, აშშ, ნატოელი პარტნიორები თუ სხვა ექსპერტები, ყველა მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ეს ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics