|
2023-07-11 13:23:52, 1008 ნახვა
პოლიტიკა
აქუბარდია - „ქართული ოცნების“ კურსი ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტებს უპირისპირდება და რუსეთის გავლენებს აძლიერებს
უკრაინა მაპ-ის გარეშე ნატოში წევრობის შესაძლებლობას მიიღებს, რაც არის გზის დამოკლება და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარ არის", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. აქუბარდიას თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, ნატოს წევრობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. "თქვენ ღიად განაცხადეთ უარი შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო მიესალმა და ნატოში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა უწოდა. თქვენ არაფერი არ გააკეთეთ ამ წლების მანძილზე იმისთვის რომ დემოკრატიულ რეფორმები წინ წაგეწიათ. ნატო არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საგარეო პრიორიტეტი და ნატოს წევრობა არის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია მოცემულობაში, როდესაც საქართველოს აქვს საფრთხე, რომ რუსული გავლენის სივრცედ კვლავ იქცეს. ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების" კურსი სწორედ ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტებს უპირისპირდება და აძლიერებს რუსეთის გავლენებს", - მიმართა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)