18:49 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 15:42:48, 831 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ნაკრების გამოწერა ციფრულ ბანკშია შესაძლებელი

"თიბისის" ნაკრების მისაღებად ფილიალში მისვლა აღარაა საჭირო. მომხმარებელს უკვე შეუძლია  "თიბისის" ციფრულ ბანკში გამოიწეროს სასურველი ნაკრები 2, 5 ან 10 და ფოსტის საშუალებით, ნებისმიერ მისამართზე მიიღოს 3 სამუშაო დღეში. 

ამისთვის სულ რამდენიმე საფეხურიანი მარტივი პროცესის გავლაა საჭირო. ციფრულ ბანკში შეთავაზებების გვერდზე მომხმარებელს შეუძლია იპოვოს ნაკრების გამოწერის ღილაკი, გაეცნოს თითოეული პაკეტის პირობებს, აარჩიოს მისთვის სასურველი ბარათის ფერი, გაეცნოს ხელშეკრულებას, დაეთანხმოს წესებსა და პირობებს, ბოლოს კი მონიშნოს რომელ ფილიალში სურს მიიღოს ნაკრების ბარათები 1 სამუშაო დღეში ან ისარგებლოს ფოსტის მომსახურებით, მისთვის სასურველ მისამართზე, 3 სამუშაო დღეში. 

მომხმარებელი ციფრულ ბანკშივე შეძლებს სასურველი ტარიფის გადახდის ვადების არჩევას.

"თიბისის" ნაკრები საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ერთობლიობაა, რომელიც გამარტივებულ გამოწერის სისტემას სთავაზობს მომხმარებელს და მის ყოველდღიურ საბანკო საჭიროებებს შეესაბამება.

თითოეული ნაკრები ყოველთვიური საკომისიოს და ერთი ხელშეკრულების ქვეშ ერთიანდება. არსებობს 3 ტიპის ნაკრები: 2 ლარიანი, 5 ლარიანი, 10 ლარიანი. 

ნაკრები ერთმანეთისგან განსხვავდება :

- მომსახურების ყოველთვიური/ყოველწლიური საკომისიო 

- საბანკო სერვისების ტარიფებით 

- ნაკრებში შემავალი პროდუქტებით

- სატარიფო პაკეტის მომსახურების ღირებულებით

- ბარათების ახალი დიზაინი

"თიბისის" ნაკრებით სარგებლობა მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ამარტივებს მათ ცხოვრებას. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics