17:50 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 13:30:20, 1249 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან 8-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ერთი - ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, ხოლო რვას პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კლდიაშვილის გადაწყვეტილებით, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს, დევი კახოიძეს, ლაშა ჭიღიტაშვილს, ბექა მურღვლიანს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს 3.6-ით, ხოლო გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე  9 პირი 18 ოტქომბერს დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს წარუდგინა და საქმესთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებაც გამოაქვეყნა.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს  დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics