19:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 20:04:08, 1082 ნახვა

საზოგადოება
ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში”

ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფზე კვლევისა და კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი - ბრტყელტერფიანობის დროს. ეს დაავადება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლასა და ისეთი პათოლოგიების განვითარებას იწვევს, როგორიცაა: სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, დისკის თიაქარი და ხერხემლის სხვადასხვა სახის დაავადება.

როგორ ხდება ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა?

ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას იძლევა. აღნიშნულ სერვისს კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს - უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტირებას. “ახალი ხედვის” კომპიუტერული დიაგნოსტიკა ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატურით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება  ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა.

რა ხდება დიაგნოსტიკის შემდეგ?

ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის შემდეგ იქმნება სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას, დაისვას სწორი დიაგნოზი და დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში, რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის.  სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ, კი სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის”  კლინიკაში ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება, რაც ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. გარდა ინდივიდუალური სუპინატორებისა, კომპანია “ახალ ხედვა” მომხმარებლებს მყარსა და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. მათი შეძენა სამედიცინო კომპანიის მაღაზიათა ქსელში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics