|
2015-02-09 20:58:15, 1036 ნახვა
სამართალი
ორი არასრულწლოვნის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს
დიდ დიღომში ორი არასრულწლოვნის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტრომ დაადასტურა. არსებული ინფორმაციით დაზარალებულების მსგავსად დაკავებულიც არასრულწლოვანია და ის 186-ე სკოლის მოსწავლეა. შემთხვევა დიდ დიღომში დღეს 14:00 საათზე 186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებასთან მოხდა. მე-10 კლასელი მოზარდები თანაკლასელები იყვნენ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დაჭრილი 15 წლის ორი მოზარდი იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე რეანიმაციულ განხყოფილებაში გადიან მკურნალობას, მათი მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განცხადებით მათ მრავლობითი დაზიანებები ცივი საგნით ზურგის არეში აქვთ მიყენებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)