|
2023-07-04 19:16:20, 909 ნახვა
პოლიტიკა
მაკფოლი: საქართველოს ემუქრება სერიოზული სანქციები, თუ სააკაშვილი მოკვდება
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თბილისს "სერიოზული სანქციები" ემუქრება, თუ პოლიტიკოსი მოკვდება. „რა თქმა უნდა, დემოკრატიული სამყარო სერიოზულ სანქციებს დაუწესებს ქართველ მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს, თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება“, - წერს მაიკლ მაკფოლი ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის საქმის სასამართლო სხდომაში მიიღო მონაწილეობა. პოლიტიკოსი პროცესს კლინიკიდან ვიდეო ლინკით ჩაერთო და თავისი უკიდურესად დაღლილი ფიზიკური მდგომარეობა აჩვენა. სააკაშვილის გამოჩენას ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მმართველი პარტია ყველა ბრალდებას უარყოფს.
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
პროკურატურა: 21.5 მილიონი ლარის გათეთრების სქემა გამოვლინდა
პაპუაშვილი - რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ ქვეყანას ძირითად უფლებებს ართმევენ?
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)