15:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 10:36:50, 1067 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის მერი - ახალ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე ურაინული დრონებით თავდასხმის მცდელობა განხორციელდა

ურაინული დრონებით ახალ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მორიგი თავდასხმის მცდელობა განხორციელდა,- აღნიშნულის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

სობიანისის თქმით, რუსეთმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

"დღეს უკრაინული დრონებით ახალ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მორიგი თავდასხმის მცდელობა განხორციელდა. ამ დროისთვის თავდასხმები მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია.

მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ",- განაცხადა სობიანინმა.

ამასთან, რუსული პროპაგანდისტული გამოცემის TASS-ის ცნობით, ახალი მოსკოვის რაიონში რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი ჩაახშეს, ერთი დრონი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს.

"წინასწარი მონაცემებით, სამი უპილოტო თვითმფრინავი სხვადასხვა დროს მოსკოვისკენ მიემართებოდა. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი მათგანი ახალ მოსკოვში ჩავახშეთ, ერთი კი - კალუგის რეგიონში",- წერს გამოცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics