15:39 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-01 18:57:23, 1246 ნახვა

პოლიტიკა
არახამია - საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები, ჩვენ გავიგეთ და დღეს Georgian Airways და მისი მფლობელი დასანქცირებულია

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა და პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.

არახამიამ საქართველოს პრეზიდენტის აპარატსა და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

''რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი.

მადლობა ქ-ონ სალომეს და პრეზიდენტის აპარატს მადლობა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის'', - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ, თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics