17:53 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 16:56:37, 1123 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდასაჭერად, თუმცა რეკომენდაციების შესრულებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მის მცდელობას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

როგორც მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერის მიუხედავად, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს. 

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მის მცდელობას. თუმცა, ანგარიშს ზაფხულის მერე ვიხილავთ და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეასრულებს საქართველო რეკომენდაციებს. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წლის ბოლოს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას", - განაცხადა მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics