17:53 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 16:46:40, 1070 ნახვა

პოლიტიკა
ნაუსედა - რეფორმების წარმატებით გატარების შემთხვევაში, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო პოზიტიურ გადაწყვეტილებას იმსახურებენ

იმედი მაქვს, რომ აღმოსავლეთის ფლანგის ყველა ქვეყანა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თუ საჭირო რეფორმების გატარების პროცესი წარმატებული იქნება, მაშინ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო იმსახურებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, უკრაინას რეფორმების შესრულების კუთხით დიდი პროგრესი აქვს, აქედან გამომდინარე, ის იმედს იტოვებს, რომ დეკემბერი უკრაინასთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ყველაზე შესაფერისი დრო იქნება.

„მე ასეთ დროს სულ მახსენდება ჩვენი გზა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ალბათ, დასაწყისში ქვეყანაში განსხვავებული სიტუაცია იყო და ვგულისხმობ ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ევროპულთან შეთავსებას, მაგრამ ჩვენ შევძელით, ლიეტუვა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან ერთად.

უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფა და ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში შევძლებთ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის. უკრაინას აქვს პროგრესი რეფორმების შესრულების გზაზე და ზელენსკიმ ბევრი რამ მითხრა წარმატებულ პროცესზე ანტიკორუფციულ მექანიზმებზე. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ რეკომენდაციებს ოქტომბერში და ამის შემდეგ ჩვენს პოზიტიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს დეკემბერი ყველაზე შესაფერისი დრო იქნება უკრაინასთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად“, - განაცხადა ნაუსედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics