16:10 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 16:28:43, 1432 ნახვა

მსოფლიო
Financial Times - სერგეი სუროვიკინი დააკავეს

Financial Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე გენერალი სერგეი სუროვიკინი დაკავებულია. 

FT-ის ცნობით, უცნობია, სუროვიკინს ბრალად ედება კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებაში მონაწლეობა თუ დაკითხვის მიზნითაა დაკავებული.

სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით The Moscow Times-მაც გაავრცელა.

გარდა ამისა, უკრაინული მედია იტყობინება, რომ გენერლის დაკავების შესახებ თავდაპირველად ბლოგერმა, ვოლოდიმირ რომანოვმა Telegram-ზე დაწერა. 

"რომანოვის განცხადებით, სუროვიკინი 25 ივნისს, პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ დააკავეს. ბლოგერის მტკიცებით, რუსი გენერალი "ლეფორტოვოს" წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება",- წერს უკრაინული მედია.

ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics