22:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 09:15:02, 1519 ნახვა

ომი უკრაინაში
კრამატორსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა [ვიდეო]

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რუსი ოკუპანტების მიერ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია, ხოლო 65 ადამიანი დაშავდა.

„29 ივნისს, დილით, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი ამოიღეს, ჯამში დაიღუპა 12 ადამიანი (მათ შორის 3 ბავშვი), დაშავდა 65 (მათ შორის ერთი ბავშვი) და 11 ადამიანის გადაარჩენა მოხერხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში გუშინ, 28 ივნისს მიიტანეს. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics