18:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 13:57:28, 805 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუის და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის

პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუისა და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის ამ  დარბაზში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" მმართველობის მთელ პერიოდში ერთპარტიული პარლამენტი ჰქონდა.

„არც კი გიცდიათ, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული, არც საარჩევნო რეფორმები გაგიტარებიათ, ჩვენ კი 8 არჩევნები მოვიგეთ. ახლაც კი შუალედური არჩევნები მოვიგეთ. საარჩევნო რეფორმას რომელს ეძახით, თქვენი პრინციპით რომ ტარდება? ანუ სანამ არ მოიგებთ, რომ არ ენდობით და არ გჯერათ შედეგების?" - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს. 

მისი  განცხადებით, საქართველოში არა მარტო საარჩევნო რეფორმა, არამედ  სასამართლო რეფორმაც წარმატებულია.

„გუშინწინ ერთ-ერთმა თქვენმა საყვარელმა ოპოზიციონერმა  ჟურნალისტმა მოუგო ყოფილ   დამსაქმებელ ტელევიზიას საქმე სასამართლოში. თქვენ იყავით ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს სამსახურიდან და სასამართლო სამართალს არ ადგენსო. რომელმა გააკეთეთ განცხადება ან რა გამოხმაურება გქონდათ საერთოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით?...

ევროკავშირის წინააღმდეგ რომ მუშაობთ, ეს ახალი ამბავი ახლა გაიგეთ? გუშინ თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა, საქართველომ სტატუსი რომ მიიღოს, ხელისუფლებას ეს ძალიან დაეხმარება და არ უნდა მიიღოსო. ეს არის სწორედ ფარისევლობა", - თქვა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics