|
2023-06-26 16:55:52, 706 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე უგულავას განცხადებაზე - ეს ადამიანები არიან ფარისევლები - არც თავიანთ თავს ეკუთვნიან, არც ამ ქვეყანას
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერები ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებიან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ამის შესახებ მან მედიასთან თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, "ყველა უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, თუმცა, ოპოზიცია ამისთვის არაფერს აკეთებს და მხოლოდ ხელის შეშლას ცდილობს". „ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის მომავლის მტრები, პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. არანაირი დემოკრატიული ღირებულება და ფასეულობა არ გააჩნიათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტები აქვთ, არიან ფარისევლები. არც თავიანთ თავს ეკუთვნიან, არც ამ ქვეყანას. ისინი გავლენის აგენტები არიან, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუნდაც სტატუსის მიღებას. ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებდით. ყველანაირი მაჩვენებლით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, ვისაც მისცეს და ჩვენ არასამართლიანად მოგვექცნენ, ყველას უნდა ჰქონდეს ბრაზი. არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, უნდა გქონდეს ბრაზი, რადგან საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა. ყველა უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ მივიღოთ ეს სტატუსი. ამისთვის ორივე მხარე ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ. თუმცა, ოპოზიცია დარბის ბრიუსელში, კაბინეტებში, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ასე იქცეოდნენ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციონერების განცხადებები და დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ მომავალს ხელს ვერ შეუშლის. „ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს რეალობას, ხედავს ამ ადამიანებს, თუ რა განცხადებებს აკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ რთულ გზას, რომელზეც ვდგავართ. ევროპული მომავალი ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)