19:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 14:09:03, 797 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი

ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილოდ ნათქვამ რაღაც იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა და მთავრობის მეთაური გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა.

"რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით, მე მგონი, კიდევ ერთხელ აქაც უნდა დავფიქრდეთ, რაზეა საუბარი. არასერიოზულია უკვე ამდენჯერ გამეორება, მართლა ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის რაღაც, ბიდიში და უადგილოდ ნათქვამ რაღაც იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი.

უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა. რა დამოკიდებულებაა, რომ სხვა ორგანოს უთხრა, თათბირი გამართოს თავისი სათათბირო ორგანოსთან - თავად გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა",- ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ 24 ივნისს, რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოუწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics