19:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 13:40:20, 755 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული - ოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები დერადიკალიზაციისკენ, ეს პუნქტი ვერ შესრულდება

დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები დერადიკალიზაციისკენ რა თქმა უნდა ეს პუნქტი ვერ შესრულდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს  რა თქმა უნდა ამით ღვივდება პოლარიზაცია. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან რაც არის შესაძლებელი, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება“,- აღნიშნა კობახიძემ. 

პარტიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თუ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგიდან მოიხსნება, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ მიიღებენ. 

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას - ამაზე ჩვენ კანონი გვქონდა შემუშავებული. ორი მოსმენით მივიღეთ, მესამე მოსმენით ჯერ-ჯერობით არ ვიღებთ. დაველოდებით დეკემბრისთვის ევროპული საბჭოს პოზიციას და ამის შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თუ ამა თუ იმ ფორმით მოიხსნება ეს საკითხი 12 პუნქტიდან, ევროკავშირის დღის წესრიგიდან, ჩვენ ამ კანონს არ მივიღებთ, მაგრამ თუ დარჩება ძალაში მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის თაობაზე რაც თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას, ამ შემთხვევაში მოგვიწევს კანონი მიღება, თუმცა დეკემბრამდე რა თქმა უნდა ეს საკითხი არ განიხილება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics