17:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 21:29:06, 1116 ნახვა

მსოფლიო
ბორელის განცხადებით, რუსეთში არსებული ვითარების გამო ევროკავშირის კრიზისის რეაგირების ცენტრი გააქტიურდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებული ვითარების გამო ევროკავშირის კრიზისის რეაგირების ცენტრი გააქტიურდა.

როგორც ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა, "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი უკვე გამართა.

"მოსაზრებების გაცვლის მიზნით, "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებთან რუსეთში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი მქონდა. ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და კრიზისის რეაგირების ცენტრი გავააქტიურე. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელად გრძელდება",- დაწერა ბორელმა Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics