18:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 15:35:32, 1069 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - პუტინთან საუბრის მიზეზი არ მაქვს, თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ

არ მაქვს ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოიჩენს დიალოგის ინიციატივას, დიალოგში საფრანგეთიც ჩაერთვება. 

„მე არ მაქვს მასთან დარეკვის მიზეზი. ის თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს“, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ემანუელ მაკრონი მშვიდობის მისაღწევად სატელეფონო საუბარს ვლადიმერ პუტინთან რეგულარულად ახორციელებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics