|
2023-06-23 14:16:51, 1107 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალებით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ერთი ნაბიჯით ახლოს EU-სთან
სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს. კრამონის თქმით, საქართველოს ინტერესშია, რომ შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. "საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, კიდევ რამდენიმე წინაა",- წერს კრამონი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)