21:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 22:37:38, 806 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი გვარამიას შეწყალებაზე - პრეზიდენტმა უსამართლობა გამოასწორა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ლექსმანმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება მისასალმებელია და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსამართლობა გამოასწორა.

"ეს გულწრფელად მისასალმებელი სიახლეა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიასადმი, ვისი დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო, უსამართლობა გამოასწორა", - წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics