|
2023-06-22 20:07:22, 708 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი თურნავაზე - ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის
ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავას არჩევის საკითხს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა და უჩა მამაცაშვილმა ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე მათი კადრი განაწესეს, რითაც საჭირო მოთხოვნებს "ძალიან მარტივად შეისრულებენ". „ეკონომიკის მინისტრი რომ იყო, მაშინ შეჭამა საქართველოს ბიუჯეტი, გახრა პირდაპირი მნიშვნელობით ის, რაც ქართველი ხალხის იყო და ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და პირადად უჩა მამაცაშვილმა მისი კადრი განაწესა ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით როგორც მოუნდებათ, მათ შორის საბანკო ოლიგარქიის მართვა, დამატებით როგორც მოისურვებენ დოლარის კურსის ცვლილებით მილიონების შოვნას ძარცვის ხარჯზე, ძალიან მარტივად შეისრულებს უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე და ჩააბარეს ის სისტემა, რომელი სისტემიდანაც გატარებული პოლიტიკის გამო ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის. უნდა დავშალოთ ეს ოლიგარქია, უნდა გავიმარჯვოთ რუსულ კრიმინალურ ხელისუფლებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ასეთ ნეპოტისტურ, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს მოეღება ბოლო", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე სებ-ის საბჭომ აირჩია.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)