21:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 19:26:01, 765 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე „ოცნებაზე“ - მათი მიზანი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან მათთვის ეს ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს

“ქართული ოცნების” ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12 პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ არაერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი, რომ ხელისუფლება 12 პუნქტიან გეგმას შეასრულებს მას არ აქვს.

“ქართული ოცნების” ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12 პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ არაერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, სადაც პირდაპირ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ ცხრა ძირითადი პუნქტი არ სრულდება და ის, რომ მთლიანად პასუხისმგებლობა ამაზე აქვს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ამიტომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლება შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას, მე არ მაქვს, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება მათ იციან რას ნიშნავს - ძალაუფლების დაკარგვას.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics