01:16 - 05 Jul, 2026
|
2023-06-22 12:54:43, 1498 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - უკრაინამ ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის დამაკავშირებელი ხიდი დაბომბა
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელი ჩონგარის ხიდი დაბომბა. ხიდის აფეთქების შესახებ წერს ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ სალდოც და აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით, უკრაინამ თავდასხმისას ბრიტანული Storm Shadow რაკეტები გამოიყენა. "კიევის ტერორისტებს სურთ ხერსონის მცხოვრებლების დაშინება, პანიკის დათესვა მოსახლეობაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ ვახერხებთ ხიდების სწრაფად შეკეთებას. უახლოეს მომავალში აღდგება მანქანების გადასასვლელი",- წერს სალდო Telegram-ზე. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)