|
2023-06-21 15:40:54, 845 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - LGBT პროპაგანდას აქვს ფართო მხარდაჭერა - იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა
სამწუხაროდ, LGBT პროპაგანდას აქვს ფართო მხარდაჭერა, დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული მოთხოვნები, რომ იგივე ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პროპაგანდა კატეგორულად მიუღებელია მაშინ, როცა ამის ადრესატი არიან ბავშვები. „სტატისტიკა ვნახეთ, აშშ-ში 18-დან 25 წლადე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში - 22%. არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი. რა თქმა უნდა, პროპაგანდას აქვს გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა - ამერიკაში 20%, საფრანგეთში 22%, კიდევ მთელი რიგი ევროპული ქვეყნებია, სადაც უფრო მაღალია მაჩვენებელი. ეს შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პროპაგანდა კატეგორულად მიუღებელია, მით უმეტეს, როცა ამ პროპაგანდის ადრესატი არიან ბავშვები. ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, LGBT პროპაგანდას აქვს ძალიან ფართო მხარდაჭერა. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნები, რომ მაინც და მაინც იგივე ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის იქნებოდა მიუღებელი",- განაცხადა კობახიძემ. "ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)